Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირში გაჟღერებული ინიციატივა გამჭვირვალობაზე აუცილებელია მათთვის და აკრძალულია ქართველებისთვის?! მეფისნაცვლები „ცეკას“ მეორე მდივნებმა ჩაანაცვლეს და „ცეკა“ – „ენჯეოებმა“, თუ როგორაა ეს ამბავი?

მარშალ პრესი 09/04/2024
zurab kadagidze

„მარტივი პარადოქსები: ევროპარლამენტში დაინიცირებული კანონი გამჭვირვალობას ემსახურება და საქართველოში დემოკრატიას ებრძვის; საფრანგეთის ელჩი მხარს უჭერს ფრანგულს და ეწინააღმდეგება ქართულ გამჭვირვალობას; ამერიკულ კანონში რელიგიური ორგანიზაციებიც კი კანონის ჩარჩოში ექცევიან, ხოლო ჩვენთან მდიდარმა NGO სექტორმა დეკლარაცია რომ შეავსოს, პრობლემაა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დასავლეთისთვის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მისაღებია, საქართველოსთვის კი თურმე მისი ინიცირება არ შეიძლება, რაც პარტნიორების მხრიდან ორმაგ სტანდარტებს აჩვენებს და ეს მიუღებელია.

„მარტივი პარადოქსები: ევროპარლამენტში დაინიცირებული კანონი გამჭვირვალობას ემსახურება და საქართველოში დემოკრატიას ებრძვის; საფრანგეთის ელჩი მხარს უჭერს ფრანგულს და ეწინააღმდეგება ქართულ გამჭვირვალობას; ამერიკულ კანონში რელიგიური ორგანიზაციებიც კი კანონის ჩარჩოში ექცევიან, ხოლო ჩვენთან მდიდარმა NGO სექტორმა დეკლარაცია რომ შეავსოს, პრობლემაა; ანუ, ამერიკული „ფარა“, ფრანგული კანონპროექტი და ევროკავშირში გაჟღერებული ინიციატივა გამჭვირვალობაზე აუცილებელია მათთვის და აკრძალულია ქართველებისთვის?! რა ვიცი, აბა, მოსკოვისთვის რაც ნებადართული იყო და თბილისს ეკრძალებოდა, მაგას არ ვებრძოდით?! მეფისნაცვლები „ცეკას“ მეორე მდივნებმა ჩაანაცვლეს და „ცეკა“ – „ენჯეოებმა”, თუ როგორაა ეს ამბავი?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: 9 აპრილი, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა – დღეს კი უსამშობლოები სწორედ იმ თანხებს მალავენ, რომელიც ამ ქვეყანაში ისევ ბატონყმური წესების დამკვიდრებას უნდა მოხმარდეს
Next: ვინც საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვას აკრიტიკებს, ამით, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ ევროპის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია, ხოლო, ჩვენი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ – არა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.