Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორ პარტნიორობას გვთავაზობს დასავლეთი, უსიტყვო მორჩილებას თუ თანასწორობას? როგორ იზომება ჩვენი უფლებები, რისი ცოდნის უფლება გვაქვს და რისი არა?”

მარშალ პრესი 07/04/2024
tamar chiburdanidze

„ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა ივსება ამდენი შეურაცხყოფით. შემდეგ იტყვიან, ანტიდასავლურ რიტორიკას ეწევიანო. გამჭვირვალობის კანონზე შემოტევით დასავლეთი ჰარაკირის იკეთებს საქართველოში,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და იმ კამპანიას ეხმიანება, რომელიც უცხოური ძალების დაკვეთით რადიკალური ძალების მიერ ხორციელდება საქართველოში და მიმართულია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, იმ შეურაცხყოფას, რასაც დასავლეთი ავლენს, ქართველი ხალხი არ იმსახურებს, ვინაიდან, ხალხმა უნდა იცოდეს უცხო ქვეყნის დაფინანსება საით მიემართება და ქვეყანაში რას ხმარდება.

„აგვიხსნას უცხოეთმა, რატომ არ უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა სიმართლე? რა კატეგორიის ქვეყნად მიგვიჩნევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები? რატომ ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი რამით ჩამოუვარდება მათ მოსახლეობას?

რატომ უნდა ვიყოთ სიცრუის სიბნელეში, როცა შეიძლება სიმართლე ვიცოდეთ? როგორ პარტნიორობას გვთავაზობს დასავლეთი, უსიტყვო მორჩილებას თუ თანასწორობას? სადამდე იზომება ჩვენი უფლებები, რისი ცოდნის უფლება გვაქვს და რისი არა? რას ეუბნებიან ჩვენს ახალგაზრდებს ამით, რომ დემოკრატია შერჩევითია ქვეყნების სიდიდის მიხედვით? ამ შეურაცხყოფას არ შევეგუებით! ჩვენ არ ვიმსახურებთ ასეთ დამცირებას. არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრობა გვჭირდება იმისთვის, რომ გავიგოთ სიმართლე, თუ რაში იხარჯება უცხო ქვეყნის ფული ჩვენს ქვეყანაში? ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა ივსება ამდენი შეურაცხყოფით. შემდეგ იტყვიან, ანტიდასავლურ რიტორიკას ეწევიანო. გამჭვირვალობის კანონზე შემოტევით დასავლეთი ჰარაკირის იკეთებს საქართველოში,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ზოგიერთ „დაუძინებელ მეგობარს” საკუთარ სახლში თავზე ემხობა საარჩევნო წელიწადი, მაგრამ ურჩი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის წელსაც მაინც იცლიან
Next: კანონპროექტზე ისტერია გრძელდება – არასამთავრობოებმა ამჯერად დევიდ კრამერი გამოაგორეს, რომელიც ამერიკის მთავრობას საქართველოსთვის სანქციის დაწესებისკენ მოუწოდებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.