Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზოგიერთ „დაუძინებელ მეგობარს” საკუთარ სახლში თავზე ემხობა საარჩევნო წელიწადი, მაგრამ ურჩი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის წელსაც მაინც იცლიან

მარშალ პრესი 07/04/2024
david kartvelishvili

„გვიახლოვდება საკრალური 9 აპრილის 35 წლისთავი. ამჟამად ევროსაბჭოთა კავშირი გვაქვს დასამარცხებელი. საკრალურ 40-წლისთავთან დარჩენილ 5 წელიწადში უნდა შევძლოთ და მოვასწროთ ჩვენი „იორდანეს” (ენგურის) გადალახვის მოახლოება. ამას კოლონია ვერ შეძლებს. ამას შეძლებს ღირსეული და თავისუფალი ერი. ჩვენ არაერთ კოლონიზატორს გამოვექეცით – ამასაც დავამარცხებთ,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. პოსტში ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოს გვერდში დგომის სანაცვლოდ უცხოელმა პარტნიორებმა ქვეყნისგან მოითხოვონ კოლონიალური, ვასალური, მონური მორჩილება.

„ვისაც ეჭვი გეპარებოდათ ირაკლი კობახიძეში, ირაკლი ღარიბაშვილში, შალვა პაპუაშვილში, მამუკა მდინარაძეში, დასქრინეთ, დააარქივეთ მათი თითოეული გამონათქვამი. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ პირადი ღირსება და რეპუტაცია დაუპირისპირეს დამოუკიდებელი საქართველოს „დაუძინებელ მეგობრებს”.

დიახ, ეს ის „მეგობრები” არიან, ვინც გუშინ, დღეს და ხვალაც ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომას გვპირდებიან – ოღონდ ჩვენი კოლონიალური, ვასალური, მონური მდგომარეობის შემთხვევაში. ზოგიერთ ამ „მეგობარს” საკუთარ სახლში თავზე ემხობა საარჩევნო წელიწადი, მაგრამ ურჩი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის წელსაც მაინც იცლიან.

გვიახლოვდება საკრალური 9 აპრილის 35 წლისთავი. ამჟამად ევროსაბჭოთა კავშირი გვაქვს დასამარცხებელი. საკრალურ 40-წლისთავთან დარჩენილ 5 წელიწადში უნდა შევძლოთ და მოვასწროთ ჩვენი „იორდანეს” (ენგურის) გადალახვის მოახლოება. ამას კოლონია ვერ შეძლებს. ამას შეძლებს ღირსეული და თავისუფალი ერი. ჩვენ არაერთ კოლონიზატორს გამოვექეცით – ამასაც დავამარცხებთ,” – წერს დავით ქართველიშვილი.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: სპორტის საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში, OPEN FRANCE 2024” საერთაშორის ტურნირში, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მწვრთნელი დავით მსხალაძე +80კგ. წონით კატეგორიაში მონაწილეობდა
Next: როგორ პარტნიორობას გვთავაზობს დასავლეთი, უსიტყვო მორჩილებას თუ თანასწორობას? როგორ იზომება ჩვენი უფლებები, რისი ცოდნის უფლება გვაქვს და რისი არა?”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.