
სპორტის საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში, OPEN FRANCE 2024” საერთაშორის ტურნირში, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მწვრთნელი დავით მსხალაძე +80კგ. წონით კატეგორიაში მონაწილეობდა.
საფრანგეთის ქალაქ ლილში, ქართული დროშა აფრიალდა კონტაქტურ კარატეში ტრადიციულ ღია საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც ევროპის 8 ქვეყნის სპორტსმენები, ერთმანეთს სამ წონით კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ, გამარჯვება დავით მსხალაძემ მოიპოვა.
+80 კგ. ზევით, აბსოლუტურ ე.წ. პრესტიჟულ წონით კატეგორიაში, შეუდარებელმა, კარგად გამოცდილმა და ტიტულოვანმა სპორტსმენმა დავით მსხალაძემ, ფინალამდე ყველა ბრძოლა ეფექტური გამარჯვებებით დაასრულა და ფინალურ ორთაბრძოლაში, დრამატული და დაძაბული 3 რაუნდიანი ფრეს შემდეგ, სადაც წონამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, დამატებით ბოლო რაუნდში, მსაჯების გადაწყვეტილებით, ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი დავით მსხალაძეს გადაეცა, ხელვაჩაურელი სპორტსმენი, ამავდროულად საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირის “OPEN FRANCE 2024” საუკეთესო მებრძოლად დასახელდა.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ულოცავს დავით მსხალაძეს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალ შეჯიბრებებში.