Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ხარ დონორი, ჩადიხარ სხვა ქვეყანაში პრეტენზიით, რომ გინდა იმ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრება გააუმჯობესო და არჩეულ ხელისუფლებას უმალავ ინფორმაციას, თუ რას აკეთებ იქ, ეს სცდება ყოველგვარ დემოკრატიულ ჩარჩოებს

მარშალ პრესი 04/04/2024
shalva papuashvili

როდესაც შენ ხარ დონორი, ხარ სტუმარი, ჩადიხარ სხვა ქვეყანაში, პრეტენზიით, რომ გინდა იმ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრება გააუმჯობესო, ესაუბრები იქაურ საზოგადოებასა და არჩეულ ხელისუფლებას და უმალავ ინფორმაციას, თუ რას აკეთებ იქ, ეს სცდება ყოველგვარ დემოკრატიულ ჩარჩოებს და რა თქმა უნდა, მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან საქართველოში დონორების მიერ დაფინანსების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პარტიები ამ გზით კანონის გვერდის ავლით ფინანსდებიან.

„აღმოვაჩინეთ მთელი სქემები, რომ პარტიებს ჰყავთ „ენჯეოები“, „ენჯეოებს“ ურიცხავენ ფულს. ამ „ენჯოების“ მეშვეობით ვითომ, სემინარს ჩაატარებს, იქ დასაქმებული ჰყავს პარტიის თანამშრომელი და სინამდვილეში პარტიულ ხელფასებს აფინანსებენ „ენჯეოების“ მეშვეობით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ყველა ქვეყანაში იკრძალება.

„საფრანგეთში გერმანიამ რომ აფინანსოს პარტიები, აბა სკანდალი იქ უნდა ნახოთ, როგორი იქნება. ჩვენთან რატომ უნდა ჩამოდიოდეს და გვიფინანსებდეს პარტიებს, ეს გაუგებარია. ეს არის მთავარი პრინციპი სუვერენიტეტის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან აღნიშნა, რომ დაფინანსების საკითხებზე მათ საუბარი ჰქონდათ დონორებთან და შესაბამისი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

„ყველასთან გვქონდა საუბარი, მათ შორის დემოკრატიის ნაციონალურ ეროვნულ ფონდთან, სხვადასხვა ხელმძღვანელობასთან, ჯერ კიდევ შარშან, გაზაფხულზე. მათ მითხრეს, რომ ჩვენ ყველაფერი გამჭვირვალე გვაქვს – არ არის პრობლემა, ვებ-გვერდზეა განთავსებული. მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო ვებ-გვერდზე, 2021 წელი, 2022 წელი – არაფერია განთავსებული. თქვეს, რომ ამას გამოასწორებდნენ და მიაწვდიდნენ პროექტების სიას. შევთანხმდით, რომ მოგვაწვდიდნენ, შემდეგ ჩემი კაბინეტი დაუკავშირდა. გადაამისამართეს ერთგან, მეორეგან, მესამეგან და ბოლოს მოვხვდით ჩიხში – ბოლოს პასუხი აღარ იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შემდეგ დონორებს რამდენიმეჯერ შეეხმიანნენ, თუმცა მათგან რეაქცია ნული იყო.

„ეს ყველაფერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ქვეყნის მიმართ უპატივცემულობის ზღვარზეა. როდესაც შენ ხარ დონორი, ხარ სტუმარი, ჩადიხარ სხვა ქვეყანაში, პრეტენზიით, რომ გინდა იმ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრება გააუმჯობესო; ესაუბრები იქაურ საზოგადოებასა და არჩეულ ხელისუფლებას და უმალავ ინფორმაციას, თუ რას აკეთებ იქ, ეს სცდება ყოველგვარ დემოკრატიულ ჩარჩოებს და რა თქმა უნდა, მიუღებელია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ნიკა გვარამიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს განცხადება მოუწონა
Next: გამჭვირვალობის მოთხოვნა ლეგიმიტურია, მით უმეტეს, თუ ეს არის ორგანიზაციები, რომელთა მიმართაც ყველას აქვს კითხვები, თუ საიდან ფინანსდებიან და რა მიზნები აქვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.