Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამჭვირვალობის მოთხოვნა ლეგიმიტურია, მით უმეტეს, თუ ეს არის ორგანიზაციები, რომელთა მიმართაც ყველას აქვს კითხვები, თუ საიდან ფინანსდებიან და რა მიზნები აქვთ

მარშალ პრესი 04/04/2024
bidzina giorgobiani

რასაკვირველია, გამჭვირვალობის მოთხოვნა ლეგიმიტურია, მით უმეტეს, თუ ეს არის ორგანიზაციები, რომელთა მიმართაც ყველას აქვს კითხვები, თუ საიდან ფინანსდებიან და რა მიზნები აქვთ. ეს „ენჯეოები“, ფაქტობრივად, საკუთარი ქმედებებით ასოცირებულები არიან პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.

„ევროკავშირში ითხოვენ უცხო გავლენის ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათ გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში ჩასმას. წარმოვიდგინოთ, რომ შევედით ევროკავშირში და იქ უკვე დაგვხდა ეს კანონი მიღებული. ეს არ არის „რუსული კანონი“, არამედ ისტერიკაა რუსული. ასე იყო სახელმწიფო გადატრიალების წინაც, 1991 წლის ბოლოს და 1992 წლის დამდეგს. ჩვენ გვაბრალებდნენ მაშინ იმას, რასაც აკეთებდნენ თვითონ და რაც შემდეგ იარაღის ძალით განახორციელეს.

ეს არასამთავრობოებად წოდებული, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ყოველთვის მოწოდებულნი არიან რევოლუციისკენ და უნდათ, საქართველოში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და დაბრუნდნენ რამენაირად ხელისუფლებაში, იყენებენ ამ სიტუაციას და ამბობენ, რომ ეს არის „რუსული კანონი“, ამ დროს კი თვითონ აკეთებენ რუსულ საქმეს, რასაც თვითონ ვითომ სიტყვიერად ეწინააღმდეგებიან. ამ შემთხვევაში, თუ საქართველოში მიღებული იქნება ეს კანონი და მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს მიღებული, ეს არ ემუქრება არც ერთ არასამთავრობოს, რომელიც ლეგალურად იღებს გარკვეული პროექტების დაფინანსებას“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა

Post navigation

Previous: როდესაც ხარ დონორი, ჩადიხარ სხვა ქვეყანაში პრეტენზიით, რომ გინდა იმ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრება გააუმჯობესო და არჩეულ ხელისუფლებას უმალავ ინფორმაციას, თუ რას აკეთებ იქ, ეს სცდება ყოველგვარ დემოკრატიულ ჩარჩოებს
Next: Voxnews-ის ცნობით, უახლოესი საათების განმავლობაში ირანი თავს დაესხმება ისრაელს – ეს იმდენად რეალური საფრთხეა, რომ გუშინ რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა დაიწყეს სასწრაფო მოლაპარაკებები და კონსულტაციები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.