ნიკა გვარამიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს განცხადება მოუწონა, რომელიც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ გააკეთა.
“ძალიან შთამბეჭდავი ბრიფინგი ჰქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს”- დაწერა გვარამიამ.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ კანონპროექტი არის რუსული და ოპოზიციას მობილიზაციისკენ მოუწოდა.
