Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დარწმუნებული ვარ ამ კანონსაც ექნება რუსული იარლიყის მიწებების მცდელობა, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, ამჯერად სრულ ფიასკოს განიცდიან

მარშალ პრესი 03/04/2024
levan nikoleishvili

„საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს. კითხვაზე გვჭირდება თუა არ ასეთი კანონი, პასუხი მარტივია აუცილებლად! აუცილებლად თუნდაც იმიტომ, რომ სრული უფლება გვაქვს ვიცოდეთ უცხოელი დონორები ფულს ვის და რა მიზნით აძლევენ!“-ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ამ კანონპროექტსაც მოყვება შეშფოთებული უცხოელებისა და მავნებელი ადგილობრივების რუსული იარლიყის მიწებების მცდელობა, მაგრამ ასევე დარწმუნებულა, რომ ამჯერად სრულ ფიასკოს განიცდიან.

„დღეს, როდესაც მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ვუსმენდი, ერთ-ერთი სამწუხარო რეალობა რაც კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე მასმედიის გარკვეული წარმომდგენლების მოსმენის კულტურის არ ქონაა, ამაზე ალბათ უფრო ვრცლად სხვა დროს ვისაუბრებ.

ახლა კი მთავარი, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს !!!
ანალოგიური კანონები მოქმედებს აშშ-ში, ისრაელსა და ავსტრალიაში!!!

ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთსა და უკრაინაში მიმდინარეობს ანალოგიური კანონების განხილვა!!!
წელიწადში ერთხელ, უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციამ დეკლარაცია უნდა შეავსოს!!!

ეს კანონი არ ეხება ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს, მკვლევრებსა და მეცნიერებს, ასე რომ მავნებელ რადიკალები ტყუილად ნუ ეცდებით ვინმეს შეცდომაში შეყვანას და მოტყუებას!
კითხვაზე გვჭირდება თუა არ ასეთი კანონი, პასუხი მარტივია აუცილებლად! აუცილებლად თუნდაც იმიტომ, რომ სრული უფლება გვაქვს ვიცოდეთ უცხოელი დონორები ფულს ვის და რა მიზნით აძლევენ! თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სწორედ გარკვეული არასამთავრობოების მიერ ხდება ფინანსების გაუმჭვირვალობა და არც ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების დაგეგმვა განხორციელება გახლდათ მათთვის უცხო!

დარწმუნებული ვარ ამ კანონსაც ექნება აღშფოთებულ-შეშფოთებული უცხოელებისა და მავნებელი ადგილობრივების რუსული იარლიყის მიწებების მცდელობა, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად სრულ ფიასკოს განიცდიან, ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე მათ არგუმენტები გაუაზრებელი და გაცვეთილი იქნება.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: იქნება ყალბი შეშფოთება და ხალხის შეცდომაში შეყვანის უზნეო მცდელობები, თუმცა ქართველი ერი აღარ აჰყვება შავბნელ ძალებს
Next: ოპოზიციას ეშინია, რომ გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალეობა, წერტილს დაუსვამს მათ მოღალატეობრივ, ანტიქართულ საქმიანობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025