Skip to content
02/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციას ეშინია, რომ გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალეობა, წერტილს დაუსვამს მათ მოღალატეობრივ, ანტიქართულ საქმიანობას

მარშალ პრესი 03/04/2024
edisher gvenetadze

სრულიად მისასალმებელია მმართველი ძალის მიერ FARA- ს კანონის ხელმეორედ ინიციირება! რათა დაცული იქნას ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს უშიშროება გარე გლობალისტური ძალებისა და შინა მეხუთე კოლონის დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისაგან! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში. ექსპერტის თქმით, ამ კანონით გამჭვირვალე გახდება არა მარტო დასავლეთიდან შემოსული ფული, არამედ ჩრდილოეთიდან შემოსული ფულიც და ოპოზიციას ეშინია, რომ გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალეობა, წერტილს დაუსვამს მათ მოღალატეობრივ, ანტიქართულ საქმიანობას.

„აუცილებლობას წარმოადგენს უცხოეთიდან შემოსული ფულის გამჭირვალეობის შესახებ ანუ “FARA”-ს კანონის მიღება, ვინაიდან ცნობილი გახდეს საზოგადოებისათვის უცხოეთიდან შემოსული ფულის გამჭვირვალობა! ანუ ქართულმა საზოგადოებამ, რომ იცოდეს ვინ გვეხმარება ანგარებით და ვინ უანგაროდ! ამიხსენით ვინც ბრძანდებით მოწინააღმდეგენი.

რა არის ამაში ცუდი? ამ კანონით გამჭვირვალე გახდება არა მარტო დასავლეთიდან შემოსული ფული, არამედ ჩრდილოეთიდან შემოსული ფულიც! დიახ ჩრდილოეთიდან ანუ რუსეთიდანაც შემოსული ფინანსები! ასევე აღმოსავლეთიდანაც და სამხრეთიდანაც! ამის შემდეგ უფრო ხელსაყრელ ფასებში გააქირავებს რუს ტურისტებზე ჭიჭიკო ვაშაძე ბინებს და ჰელენა ხოშტარია უფრო უშიშრად და უნერვიულოთ მიიღებს კრემლიდან ჰონორარებს! ისმის კითხვა: რამ აატკივა ასე მუცლები წითლიძეებს, ხოშტარიებს, ნაცვლიშვილებს, დეკანოიძეებს, ჭიჭიკო ვაშაძეებს, მელიებს, ხაზარაძეებს, პატიკოებს….?

რამ და უცხოელი კაჟაია ბულავების ფულებისვფასად დაკვეთების მიუღებლობის შიშმა! შიშმა იმისა, რომ სრულად, ერთხელ და სამუდამოდ თხემით ტერფამდე გაშიშვლდებიან ქართული საზოგადოების წინაშე! შიშმა იმისა, რომ კანონი გამოააშკარავებს მათ მიერ წარსულში ნაკეთებ და მომავალში გასაკეთებელ უკეთურ საქმეებს! შიშმა იმისა, რომ ამ კანონის ამუშავების შემთხვევაში აგრერიგად არ დაედგომებათ საქართველოში! შიშმა იმისა, რომ გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალეობა, წერტილს დაუსვამს მათ მოღალატეობრივ, ანტიქართულ საქმიანობას! ამიტომაც სრულიად მისასალმებელია მმართველი ძალის მიერ FARA- ს კანონის ხელმეორედ ინიციირება! რათა დაცული იქნას ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს უშიშროება გარე გლობალისტური ძალებისა და შინა მეხუთე კოლონის დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისაგან!“- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: დარწმუნებული ვარ ამ კანონსაც ექნება რუსული იარლიყის მიწებების მცდელობა, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, ამჯერად სრულ ფიასკოს განიცდიან
Next: დღეს ამ ინიციატივის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი ერთსულოვანია, რადგან მეტად ინფორმირებულნი არიან და იაზრებენ ამ კანონის მიღების აუცილებლობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025