Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იქნება ყალბი შეშფოთება და ხალხის შეცდომაში შეყვანის უზნეო მცდელობები, თუმცა ქართველი ერი აღარ აჰყვება შავბნელ ძალებს

მარშალ პრესი 03/04/2024
gia abashidze

„საპარლამენტო უმრავლესობამ გადადგა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განმტკიცებისკენ“-ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ პარლამენტს ხელახლა წარედგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ანალიტიკოსის თქმით, ანტისახელმწიფოებრივი უცხოური გავლენები, რომელთა “ელექტროდები” არიან ნაცკონგლომერატის უსამშობლო სუბიექტები, აქამდეც უნდა ყოფილიყო განეიტრალებული.

“თუმცა, შარშან, აღვირახსნილი დეზინფორმაციისა და მანიპულაციების ფონზე, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ერთ წელიწადში ხალხმა გაიგო ამ კანონპროექტის რეალური არსი და მნიშვნელობა. „საპარლამენტო უმრავლესობამ გადადგა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განმტკიცებისკენ. ანტისახელმწიფოებრივი უცხოური გავლენები, რომელთა “ელექტროდები” არიან ნაცკონგლომერატის უსამშობლო სუბიექტები, აქამდეც უნდა ყოფილიყო განეიტრალებული.

თუმცა, შარშან, აღვირახსნილი დეზინფორმაციისა და მანიპულაციების ფონზე, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ერთ წელიწადში ხალხმა გაიგო ამ კანონპროექტის რეალური არსი და მნიშვნელობა. თუ ორგანიზაცია და არა ფიზიკური პირი, უცხოეთიდან იღებს 20%-ზე მეტ დაფინანსებას და ეს წელიწადში ერთხელ უნდა დაადეკლარიროს (თუ არა და სანქცია მხოლოდ ჯარიმაა), რა არის ამაში “ავტოკრატიული”?

დასავლეთში ამგვარ კანონდარღვევაზე ციხეა, ჩვენს შემთხვევაში არა. თუმცა, როცა ბინძურ ფულს იღებენ ქვეყნის მტრობაში, იქ სანერვიულო ნამდვილად აქვთ ნეოტროცკისტებს. სამარცხვინო ინსინუაციები, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის ვითომ რუსული, ჩაბარდა წარსულს. საზოგადოებამ დაინახა, რომ ამგვარი კანონმდებლობა აშშ-ის გარდა, მოქმედებს ავსტრალიასა და ისრაელში.

ინტენსიური განხილვის სტადიაშია კანადაში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, ევროპის რიგ ქვეყნებში და რაც მთავარია, ევროსტრუქტურებში. რასაკვირველია, იქნება ყალბი, თვალთმაქცური შეშფოთება-აღშფოთება და მორიგ ჯერზე ხალხის შეცდომაში შეყვანის უზნეო მცდელობები, თუმცა ქართველი ერი აღარ აჰყვება იმ შავბნელ ძალებს, რომელთა უწინარესი მიზანია საქართველოს ვასალობის კვლავ დაბრუნება.”– წერს გია აბაშიძე.

Continue Reading

Previous: დღეს ვერც “რუსული” კანონის ძახილი უშველით, ვერც თითო-ოროლა კაცის ქუჩაში გამოყვანა
Next: დარწმუნებული ვარ ამ კანონსაც ექნება რუსული იარლიყის მიწებების მცდელობა, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, ამჯერად სრულ ფიასკოს განიცდიან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025