Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს ვერც “რუსული” კანონის ძახილი უშველით, ვერც თითო-ოროლა კაცის ქუჩაში გამოყვანა

მარშალ პრესი 03/04/2024
nino pochkhua

დღეს ვერც “რუსული” კანონის ძახილი უშველით, ვერც თითო-ოროლა კაცის ქუჩაში გამოყვანა. კანონი დაინიციირდება და ამერიკის, ევროპის ქვეყნების მსგავსად, ვინც მსგავსი კანონი მიიღო, ჩვენთანაც ამოქმედდება, – წერს ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ დაინიციირების თაობაზე.

ფოჩხუას თქმით, მამუკა მდინარაძის მიერ დღეს დაინიციირებულმა კანონმა შეიძლება შეცვალოს ლგბტ პროპაგანდისთვის “მთავარში” ჩარიცხული ფულის მიზნობრიობა და ეს თანხა დესტრუქციულმა ენჯეოებმა და პოლიტიკოსებმა ქუჩაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ.

„ახლოვდება არჩევნები და გაათმაგდა გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში. ბოლო წვეთი ნიკა გვარამიას განცხადება იყო, “მთავარში” ჩარიცხულ თანხაზე, რომ ამ თანხას არ მოჰყოლია მიზნობრიობა. არა და ყველამ ვიცით, ეს ფული ლგბტ პროპაგანდას უნდა მოხმარდეს და ვიცით რა გვარამიას ვნება კარგ ცხოვრებასთან მიმართებაში, სად წაიღებს ამ ფულს კაცმა არ იცის. პროტესტს არ ჯობია თავად იცოდნენ იმ ადამიანებმა ვინც ამ ფულზეა დამოკიდებული, რა რაოდენობის და რაში იხარჯება ჩარიცხული ფული, რომ გვარამიას მსგავსმა ადამიანებმა საკუთარი ჯიბეები არ გაივსონ. მდინარაძის მიერ დღეს დაინიცირებულმა კანონმა კი შეიძლება შეცვალოს მიზნობრიობა “მთავარში” ჩარიცხული ფულის და ეს თანხა გამოიყენონ დესტრუქციულმა ენჯეოებმა, პოლიტიკოსებმა ქუჩაში არეულობის მოსაწყობად. დღეს ვერც “რუსული” კანონის ძახილი უშველით, ვერც თითო-ოროლა კაცის ქუჩაში გამოყვანა. კანონი დაინიცირდება და ამერიკის, ევროპის ქვეყნების მსგავსად, ვინც მსგავსი კანონი მიიღო, ჩვენთანაც ამოქმედდება“, – წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: უცხოური დაფინანსების კანონპროექტის დაბრუნების შემდე, გვარამია-მელიას პარტიაში განგაში გამოცხადდა
Next: იქნება ყალბი შეშფოთება და ხალხის შეცდომაში შეყვანის უზნეო მცდელობები, თუმცა ქართველი ერი აღარ აჰყვება შავბნელ ძალებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.