Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქალბატონი კელი დეგნანი ძალიან არასწორად და უსამართლოდ მომექცა პირადად მე – მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

მარშალ პრესი 01/04/2024
lasha chkhikvadze

[იყო] ცილისწამება, დიდი ლანძღვა-გინება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, რასაც ძალიან ცუდი, უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდა, მათ შორის ჩემს შვილებზე. ერთ-ერთ შვილს დღემდე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ამ კუთხით და დღემდე ვმკურნალობთ, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ შეაფასა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გვარამიას სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

„ამ სპეკულაციებს საბოლოო წერტილი დაუსვა ძალიან მყარად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ვინ ყოფილა მართალი? ისინი – ყველა ერთად, თუ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე? მინიმუმ, ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩემთან“, – აცხადებს ჩხიკვაძე.

მან ასევე ისაუბრა იმაზე თუ როგორ მოსთხოვეს მას აშშ-ის საელჩოში გვარამიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ანგარიში და მალევე მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლაზეც უარი უთხრეს.

„ქალბატონი კელი დეგნანი [აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში] ძალიან არასწორად და უსამართლოდ მომექცა პირადად მე. არადიპლომატიური, არამეგობრული და არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ჩემს მიმართ და რაღაც კეთროვანად გამომაცხადეს“, – განაცხადა მოსამართლემ.

Post navigation

Previous: ნიკა გვარამიას მარცხი ევროპული სასამართლოს წინაშე ძალიან სერიოზული მარცხია – თეა წულუკიანი
Next: მოიხსნა ყოველგვარი ეჭვი, თითქოს გვარამიას წინააღმდეგ იყო პოლიტიკური დევნა. პირიქით, დადასტურდა, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.