Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკა გვარამიას მარცხი ევროპული სასამართლოს წინაშე ძალიან სერიოზული მარცხია – თეა წულუკიანი

მარშალ პრესი 01/04/2024
tea tsulukiani - culukiani

ნიკა გვარამიას მარცხი ევროპული სასამართლოს წინაშე ძალიან სერიოზული მარცხია, ეს არის ქართული მართლმსაჯულების და კონკრეტული მოსამართლის, მოსამართლეების გამარჯვება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ნიკა გვარამიას მარცხი საბოლოოა.

„მოსამართლეებისა და იმ მოსამართლეთა კორპუსის, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში არ დაჰკლებიათ უსაფუძვლო კრიტიკა, ზეწოლა და ბულინგი. ამიტომ, მივესალმები ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვტილებას და ვერავითარი გაერო-ს სასამართლო, კვაზისასამართლო ორგანოები თუ პროცედურები ვერ ჩაანაცვლებს ევროპულ სასამართლოს, რომელიც არის ნომერ პირველი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე და რომელიც ინდივიდუალურ საჩივრებს იხილავს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია, თამამად ჩავთვალოთ, რომ ნიკა გვარამიას ეს მარცხი არის საბოლოო და ვერავითარ გასაჩივრებას სხვა ორგანოში ვერ ექვემდებარება“, – განაცხადა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: ამიტომაცაა ახლა, რომ მიზანმიმართული კამპანიაა ატეხილი ქართული დამოუკიდებელი სასამართლოს წინააღმდეგ
Next: ქალბატონი კელი დეგნანი ძალიან არასწორად და უსამართლოდ მომექცა პირადად მე – მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.