Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოიხსნა ყოველგვარი ეჭვი, თითქოს გვარამიას წინააღმდეგ იყო პოლიტიკური დევნა. პირიქით, დადასტურდა, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული

მარშალ პრესი 01/04/2024
shalva papuashvili

მოიხსნა ყოველგვარი ეჭვი, თითქოს გვარამიას წინააღმდეგ იყო პოლიტიკური დევნა ან პოლიტიკური გადაწყვეტილება. პირიქით, დადასტურდა, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის უკვე ფაქტი და ამას ვეღარავინ გაექცევა და ის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას, რა თქმა უნდა, სტრასბურგთან დაკავშირებით ამას ვეღარ იტყვიან, – ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის კვირაში“ „ენჯეო“ სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის ნაწილის განცხადებები გაიხსენა, რომლებიც გვარამიას საქმეზე გაკეთდა.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოელი და ქართველი აქტორი პირდაპირ ძირს უთხრის ქართულ მართლმსაჯულებას და შემდეგ ამ განწყობებს იყენებენ იმისთვის, რომ გვიბრუნებენ უკან, თითქოს რაღაც სისტემური გამოწვევები არსებობს სასამართლოს წინაშე და თითქოს ამ სისტემურ გამოწვევებს სჭირდება რაღაც ექსტრაორდინარული პასუხები. ახლა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ეს ე.წ. აღქმები თავად იმ აქტორების შექმნილია, რომლებიც მერე გვეუბნებიან, რომ რაღაც სისტემური ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას“, – მიიჩნევს პაპუაშვილი.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

Post navigation

Previous: ქალბატონი კელი დეგნანი ძალიან არასწორად და უსამართლოდ მომექცა პირადად მე – მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე
Next: სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი  მე-2 ადგილზეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.