Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო

მარშალ პრესი 16/05/2022
აზოვსტალი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება დაჭრილი უკრაინელი სამხედროების „აზოვსტალის“ ქარხნიდან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაყვანის შესახებ.

„16 მაისს, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული უკრაინელი სამხედროების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება დაჭრილების ევაკუაციის შესახებ“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, „აზოვსტალის“ რაიონში უკვე დაწესდა ე.წ. დუმილის რეჟიმი და ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ოკუპირებულ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მხარეს რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

Post navigation

Previous: ზვიად გუბელაძე: „რუსთავი 2“-ის ხარჯზე გვარამიამ მიიღო 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ობიქტური პირისთვის ეს არის ფინანსური დანაშაული და კანონის შესაბამისად უნდა აგოს ყველამ პასუხი
Next: ზვიად გუბელაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი ბრალდებები სააპელაციო სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული და სამივე ბრალდებულის ქმედება სწორად შეფასდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.