Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ზვიად გუბელაძე: „რუსთავი 2“-ის ხარჯზე გვარამიამ მიიღო 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ობიქტური პირისთვის ეს არის ფინანსური დანაშაული და კანონის შესაბამისად უნდა აგოს ყველამ პასუხი

მარშალ პრესი 16/05/2022
ზვიად გუბელაძე

როდესაც აპელირებენ საერთაშორისო პრაქტიკაზე და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები მოჰყავთ, ბუნებრივია, ბრალდების მხარეც იცნობს აღნიშნულ გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებებში ცალსახად წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი კომპანიას განზრახ აყენებს ზიანს და განზრახ ჩადის ამ ქმედებებს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს დანაშაული, – ამის შესახებ პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ „ქრონიკის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, უტყუარად დადასტურებულია, რომ კომპანიის მენეჯმენტი, დირექტორები, მოქმედებდნენ განზრახ და მათ ამოძრავებდათ კომპანიის დაზიანება, რომ მესაკუთრისთვის დაეხვედრებინათ ვალაუვალი, გაკოტრებული კომპანია.

„როდესაც საუბარი იყო, რომ სარგებელი არ უნახავს ნიკა გვარამიას, შეგახსენებთ ავტომობილის ეპიზოდს, როდესაც „რუსთავი 2“-ის ხარჯზე მან მიიღო 76 000 ევროდ (დაახლოებით 220 000 ლარად) ღირებული ავტომობილი. ნიკა გვარამიას მოეწონა ეს ავტომობილი უნდოდა მისთვის და ოჯახისთვის და გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ ავტომობილში თანხა არ გადაეხადა და შესთავაზა კომპანიას, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერში განათავსებდა რეკლამას და ამ რეკლამის ღირებულების სანაცვლოდ წამოიყვანდა ავტომობილს, ისე, რომ ტელევიზიაში რეკლამის ღირებულების თანხა არ შედიოდა. ანუ, შუამავალი კომპანია, შემოიყვანეს ფიქტიურად, თითქოს მის სახელზე გაფორმდებოდა ავტომობილი და რეალურად სარგებლობდნენ ნიკა გვარამია და მისი ოჯახის წევრები.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოძიებულია ყოველმხრივ ობიექტურად და დადასტურდა, რომ სამივე ბრალდებულის მიმართ, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არსებობდა, რომ სამივე ბრალდებულის მიერ იყო ჩადენილი დანაშაული და დღევანდელი სასამართლოც ადასტურებს, რომ ორ ბრალდებულს ნამდვილად აქვს დანაშაული ჩადენილი. როდესაც ამბობენ, რომ თითქოს პოლიტიკური მდგენელი არსებობს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ალბათ, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე ამაში არავის დაეთანხმება, როდესაც 6 მილიონ 700 ათასის ზიანს გაყენებენ, რთულია შემდგომ ამ ქმედებას ვინმემ პოლიტიკური უწოდოს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ობიქტური პირისთვის ეს არის ფინანსური დანაშაული და ბუნებრივია კანონის შესაბამისად უნდა აგოს ყველამ პასუხი“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

Continue Reading

Previous: ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ
Next: რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025