ჩვენ, პროკურორებს მიგვაჩნია, რომ წარდგენილი გვქონდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ნიკა გვარამიამ ნამდვილად ჩიდანა გაყალბება, ანუ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დაამზადება, კომერციული მოსყიდვა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, – ამის შესახებ პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ „ქრონიკის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებას დაელოდება და დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ორი ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ ნაკლებად მძიმე დანაშაულში, ხოლო ერთი ბრალდებული გამართლდა. შესაბამისად, ამ ეპიზოდებში სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილებას დაველოდებით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების შესახებ. გვაქვს სამი ინსტანციის სასამართლო და ბუნებრივია, არსებობს იმის ალბათობა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორედ ვერ შეაფასოს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება და ამიტომ, არსებობს სააპელაციო სასამართლო და მხარეებს გვექნება შესაძლებლობა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შემდეგ ინსტანციაში გავასაჩივროთ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი ბრალდებები სააპელაციო სასამართლოში იქნება გაზიარებული და სამივე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად შეფასდება“, – განაცხადა გუბელაძემ.
პროკურორმა ისაუბრა, ასევე, თუ რამდენად სწორად მიიღო არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ გადაწყვეტილება.
„მესამე ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას დაველოდებით, ვნახავთ, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიჩნევს სასამართლო, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი. ჩვენ, პროკურორებს მიგვაჩნია, რომ წარდგენილი გვქონდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ნიკა გვარამიამ ნამდვილად ჩაიდანა სიყალბე, ანუ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დაამზადება, კომერციული მოსყიდვა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, – განაცხადა პროკურორმა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.
ის ხალხი, რომელიც თავს ოპოზიციად ასაღებს, რეალურად, აგენტურული ქსელია, ამიტომ, გადავწყვიტეთ,...