Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გვარამია რაც უფრო მეტად გამოჩნდება ტელევიზიით, მით უფრო მეტად გამოიწვევს ხალხში ზიზღს – ია მეტრეველი

მარშალ პრესი 25/03/2024
ia metreveli

რაც უფრო მეტად გამოჩნდება ტელევიზიით, მით უფრო მეტად გამოიწვევს ხალხში ზიზღს. არ დავიწყებია საზოგადოებას და ამის დავიწყება წარმოუდგენელია! იცოდეს მან, რომ აღარაფერი ეშველებათ და „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან, – ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა „იმედის კვირას“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

მეტრეველმა სააკაშვილის მმართველობის პერიოდი გაიხსენა.

„უდანაშაულო ხალხით გატენა ციხეები, სასტიკად აწამებდნენ, გვამებზე აბამდნენ, საშინელებებს სჩადიოდნენ, აუპატიურებდნენ კაცებს, ტელეფონები ისმინებოდა. ხალხს პირადი სივრცე არ დაუტოვეს და შიშით ცხოვრობდა. ერთმანეთს ტელეფონებზე ვერ ეკონტაქტებოდნენ. თურმე, აი, ეს იყო მისი დემოკრატია. ოჯახის წევრებს აყურებინებდა, ციხეებში რომ მიდიოდნენ პატიმრის სანახავად, იქ რა დღეშიც ჰყავდათ, რომ ხმა არ ამოეღოთ. მსგავსი ჯოჯოხეთი და ბოროტება, მსგავსი ფაშიზმი – 21-ე საუკუნეში, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა, არ ყოფილა“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.

მისივე თქმით, მისი შვილის მკვლელობის ფაქტმა მათი ოჯახი გაანადგურა.

„აღარ ვარსებობთ მას შემდეგ – ანგელოზი შვილი! ბუტა პატარა კაცი იყო – უკვე 19 წლის იყო და ისეთი კაცი იყო, რომ ვფიქრობდი, ასეთი პატარა ბიჭი, ასეთი სერიოზული რატომ არის-თქო, იმდენად სხვანაირი პიროვნება იყო. კიდეც ამოარჩია – ბავშვი გაოცდა, რატომ მაგინებთო, რა დავაშავეო და ხელებაწეულმა ჰკითხა, ხომ გემორჩილებით და რატომ მაგინებთო? გაუკვირდა, არ ჰქონია ასეთი პრობლემა ცხოვრებაში“, – განაცხადა მეტრეველმა.

იგი რადიკალურ ოპოზიციაში გადაჯგუფების პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

„დღეს კიდევ, გვარამია და ვიღაცები რომ გვევლინებიან და პარტიებს ქმნიან, მინდა მათ ვუთხრა – რაც არ უნდა ეცადონ, რაც არ უნდა დაჯგუფდნენ, ცალკე პარტიები შექმნან, არაფერი გამოუვათ! დამთავრდა, ერთხელ მოხდა ეს ჯოჯოხეთი ჩვენს ქვეყანაში და ქართველი ხალხი ამას არასდროს დაუშვებს, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში ისევ მოვიდნენ“, – აღნიშნა მეტრეველმა.

Continue Reading

Previous: ყველანაირად შეეცდება ეს ქალი თავისი რესურსი გამოიყენოს, რომ სიტუაცია არიოს – გიორგი გამსახურდია პრეზიდენტზე
Next: ეს ხალხი საქართველოს სასიკეთოდ, მით უმეტეს საერთაშორისო არენაზე, არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს – გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025