Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველანაირად შეეცდება ეს ქალი თავისი რესურსი გამოიყენოს, რომ სიტუაცია არიოს – გიორგი გამსახურდია პრეზიდენტზე

მარშალ პრესი 25/03/2024
giorgi gamsakhurdia

ძალიან ბევრ ავანტიურისტულ ნაბიჯს გადადგამს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ყველანაირად შეეცდება ეს ქალი თავისი რესურსი გამოიყენოს, რომ სიტუაცია არიოს. არაპროგნოზირებადი ადამიანია სამწუხაროდ, მაგრამ ყველანაირად შეეცდებოდა, რომ მაქსიმალური ზარალი მიაყენოს ქვეყანას“, – აღნიშნა პირველი პრეზიდენტის შვილმა.

მისივე თქმით, არჩევნებისთვის ყოველდღიურად ელის ვითარების დაძაბვას. გამსახურდიამ მმართველი გუნდის მხრიდან საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ეს იქნება განსხვავებული წელი, უფრო მეტ რისკთან დაკავშირებული. ყოველდღიურად დაიძაბება სიტუაცია. არ აქვთ მათ [ოპოზიციას] კონკურენტუნარიან გარემოში ჩვენი პოლიტიკურად დამარცხების რესურსი. ყველაფერს შეეცდებიან“, – განაცხადა გამსახურდიამ.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე სომხეთში მიემგზავრება
Next: გვარამია რაც უფრო მეტად გამოჩნდება ტელევიზიით, მით უფრო მეტად გამოიწვევს ხალხში ზიზღს – ია მეტრეველი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025