Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ხალხი საქართველოს სასიკეთოდ, მით უმეტეს საერთაშორისო არენაზე, არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს – გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 25/03/2024
giorgi gamsaxurdia

გიორგი გამსახურდიამ ევრონესტში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა. ამ თემაზე პირველი პრეზიდენტის შვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მისთვის ოპოზიციის ქმედებები, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, მოულოდნელი არ ყოფილა.

„ეს ხალხი საქართველოს სასიკეთოდ, მით უმეტეს საერთაშორისო არენაზე, არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს. არანაირად არ შედის მათ ინტერესში, რომ საქართველოს ოდნავი მხარდაჭერა მაინც გაუწიონ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მე ეს არ გამკვირვებია. სხვა შედეგს არ ველოდი. რას უნდა ელოდო ამ ადამიანებისგან?!“, – განაცხადა გამსახურდიამ.

მისივე თქმით, დელეგაციის წევრი ოპოზიციონერების დამოუკიდებლობა „გადის „ვივამედზე“ და რა დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ? რომელია იქ დამოუკიდებელი პოლიტიკოსი?“.

გამსახურდიამ ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუხდია ბოდიში ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ მკვლელობებზე და ყოფილი ხელისუფლების რუსეთთან კავშირზე საუბრობს.

„ივანოვის და ლავროვის მობრძანებული პოლიტიკური ძალაა. რომელ დასავლურ ორიენტაციაზე ვსაუბრობთ? რუსეთის დელეგაციის მეტი სააკაშვილის ინაუგურაციაზე არავინ ყოფილა“, – განაცხადა გამსახურდიამ.

Continue Reading

Previous: გვარამია რაც უფრო მეტად გამოჩნდება ტელევიზიით, მით უფრო მეტად გამოიწვევს ხალხში ზიზღს – ია მეტრეველი
Next: კი არ მომიკლეს მარტო, დამიტანჯეს შვილი. შვილის დატანჯვას მე, მამა, ვერ ვაპატიებ – თამაზ მოლაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025