Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთადერთ რამეში ვედავებოდით, რომ ხალხი ინფორმაციით უნდა შეგვეიარაღებინა და თვითონ საზოგადოება დაგვეხმარებოდა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში

მარშალ პრესი 23/03/2024
guram macharashvili1

„ხალხის ძალის“ გავლენით ის საფრთხე, რის გამოც მოძრაობად ვფორმირდით, შეჩერდა, მაგრამ – არ გამქრალა. ამან გადაგვაწყვეტინა უკვე პარტიად ჩამოყალიბება“, – ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა „ხალხის ძალის“, როგორც მოძრაობის, უკვე მიღწეულ შედეგებსა და აწ უკვე როგორც პარტიის – მიზნებზე.

„ქვეყანას ახალი პოლიტიკის ფორმირება სჭირდებოდა. დავინახეთ, რომ ამ პროცესმა გაამართლა. „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთადერთ რამეში ვედავებოდით, რომ ხალხი ინფორმაციით უნდა შეგვეიარაღებინა და თვითონ საზოგადოება დაგვეხმარებოდა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. საზოგადოებრივი მოძრაობის სტატუსი უფრო მაღალია, ვიდრე – ცალ-ცალკე დეპუტატების განცხადება.

მოძრაობის შექმნამდე ვთქვით, რომ თუ საჭირო გახდებოდა მასშტაბების გაზრდა, მაშინ პოლიტტექნოლოგები მოითხოვს პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას და ამასაც გავაკეთებდით. როგორც პოლიტიკურ პარტიას, მოქმედი კანონმდებლობით, სხვა ბერკეტები გეძლევა, მათ შორის, ფილიალები გაქვს და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სრულუფლებიანი პოლიტიკური სუბიექტი ხდები. ნეტა არ დაგვჭირვებოდა ამ პარტიის ჩამოყალიბება და საქმე ისე ყოფილიყო, რომ ის საფრთხე განეიტრალებულიყო სრულად, რის გამოც თავიდან მოძრაობად ვფორმირდით. „ხალხის ძალის“ გავლენით ეს საფრთხე შეჩერდა, მაგრამ – არ გამქრალა. ამან გადაგვაწყვეტინა პარტიად ჩამოყალიბება. „ნაცმოძრაობის“ გასამართლების გარეშე, უბრალოდ, გამორიცხულია, რომ თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნორმალური პოლიტიკური პროცესი გვქონდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: NBC News: ხარჯების შესახებ ორპარტიული კანონი აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას ითვალისწინებს
Next: ძალა ხალხშია და ეს ყველამ უნდა იცოდეს – „ხალხის ძალა“ ხალხთან ყველაზე ახლოს არის და იქნება – ყველაზე მეტი ძალა ექნება ხალხსა და „ხალხის ძალას“, ერთად აღებულს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025