Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალა ხალხშია და ეს ყველამ უნდა იცოდეს – „ხალხის ძალა“ ხალხთან ყველაზე ახლოს არის და იქნება – ყველაზე მეტი ძალა ექნება ხალხსა და „ხალხის ძალას“, ერთად აღებულს

მარშალ პრესი 23/03/2024
dimitri khundadze

„ჩემთვის თვალშისაცემი და გასახარი იყო ის, რომ „ხალხის ძალის“ პარტიად დარეგისტრირებისას, ყრილობაზე, დარბაზში ახალგაზრდები მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი. გულწრფელი უნდა ვიყო – არ ველოდი ასეთ შედეგს“, – ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა „ხალხის ძალის“, როგორც მოძრაობის, უკვე მიღწეულ შედეგებსა და აწ უკვე როგორც პარტიის – მიზნებზე.

„თავიდან, საზოგადოებაში „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით თითქოს გარკვეული სტიგმა შეიქმნა – ბევრი მომხრეც კი ერიდებოდა ჩვენთან ურთიერთობას. დღეს საზოგადოებაში რომ გავდივართ, დამოკიდებულება რადიკალურად დადებითისკენ არის შეცვლილი.

საზოგადოებამ „ხალხის ძალის“ გავლენით დაიწყო უკვე მსჯელობა და შეწყვიტა მორჩილი დამოკიდებულება ყველაფერი იმისადმი, რაც უცხოეთიდან მოდის, მხოლოდ იმიტომ, რომ „ის დასავლეთია“. მანამდე თუ, უტრირებულად რომ ვთქვათ, ვიღაც იტყოდა – „ლგბტ პროპაგანდა თუ დასავლეთიდან მოდის, კარგია, მაგრამ ჩრდილოეთიდან რომ მოდიოდეს, ცუდი იქნებოდაო“, დღეს უკვე მსჯელობენ ყველაფერზე, მათ შორის, დასავლეთთან მიმართებით. ეს არის ჩვენი ძირითადი მიღწევა. მაგრამ, წინ დიდი გზაა. ამ დიდი გზის გასავლელად კი მზად ვართ.

ვინმე თუ ფიქრობს, რომ ჩვენ საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე ვზრუნავთ, ან, უბრალოდ, ვტრაბახობთ, პირდაპირ ვეტყვი, რომ ძალიან ცდება. პოლიტიკურ პროცესებში „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი აქტიური სუბიექტი იქნება. საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს მდგომი „ხალხის ძალაა“. ძალა ხალხშია და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ამიტომ, „ხალხის ძალა“ ხალხთან ყველაზე ახლოს არის და იქნება და ყველაზე მეტი ძალა ექნება ხალხსა და „ხალხის ძალას“, ერთად აღებულს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთადერთ რამეში ვედავებოდით, რომ ხალხი ინფორმაციით უნდა შეგვეიარაღებინა და თვითონ საზოგადოება დაგვეხმარებოდა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში
Next: „ევროპა გვინდა“ ნიშნავს, რომ გვინდა დეკლარირებული ევროპული ღირებულებები და არა დიქტატი ან სხვა, კიდევ უარესი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025