Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

NBC News: ხარჯების შესახებ ორპარტიული კანონი აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას ითვალისწინებს

მარშალ პრესი 23/03/2024
untitled

ხარჯების შესახებ ორპარტიული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“ თავიდან იყო აცილებული, ფაქტობრივად, ასევე ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას. ამის შესახებ NBC News-ი იტყობინება.

მიუხედავად იმისა, რომ 1012-გვერდიან დოკუმენტში არაა ნახსენები უშუალოდ საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვა, მასში ასახულია „რესპუბლიკელების“ მიერ შეტანილი შესწორება, რომელიც სამთავრობო შენობებზე ლგბტ დროშების აღმართვას კრძალავს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონის მიხედვით გამოყოფილი თანხები არ უნდა იყოს გამოყენებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაზე აშშ-ის ან სხვა სუვერენული ქვეყნების დროშების გარდა, სხვა ნებისმიერი დროშის აღმართვისა ან დემონსტრაციისთვის.

ლგბტ დროშების აღმართვა საელჩოებზე და სახელმწიფო შენობებზე პირველად ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაუშვეს. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა ეს აკრძალა, 2021 წელს კი ჯო ბაიდენმა ისევ დაუშვა.

Continue Reading

Previous: შუშის თვალებით გიყურებენ და ტყუილში რომ ამხელ, გპასუხობენ, დავალება გვაქვს ასეთი და ერთი კვირა ამას ვიძახებთო
Next: „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთადერთ რამეში ვედავებოდით, რომ ხალხი ინფორმაციით უნდა შეგვეიარაღებინა და თვითონ საზოგადოება დაგვეხმარებოდა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025