
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ თხილნარის მინდია აბაშიძის სახელობის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლთა მხატვრული კითხვის კონკურსის, მეორე (ფინალური) ტური გაიმართა, სამ ასაკობრივ ჯგუფში (დაწყებითი, საბაზო, საშუალო), კონკურში 82 მოსწავლე მონაწილეობდა.
მხატვრული კითხვის კონკურსს, ხელვჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
კონკურსი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა, მონაწილე მოსწავლეები სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.