Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმ დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც მიმდინარეობს ლგბტ პროპაგანდა, ბავშვებზე არ შეიძლება გაიყიდოს სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი, ამავე დროს ბავშვს უფლება აქვს თავად გააკეთოს არჩევანი, გოგო იყოს თუ ბიჭი

მარშალ პრესი 20/03/2024
viqtor japaridze

„ოპოზიცია დუმილის რეჟიმშია, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტზე, ელოდებიან რას უკარნახებენ და რას ეტყვიან მათი პარტნიორები, რის ფასად, რას შესთავაზებენ, იმას გააკეთებენ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, იმ პოლიტიკოსებს, ვინც დღეს მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას, ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ოქტომბრის არჩევნებზე.

„ჩვენ არაფერი არ გვეჩვენება. ეს აბსოლუტური რეალობაა. წარმოიდგინეთ იმ დემოკრატიულ ქვეყნებში (გერმანია და ასე შემდეგ), სადაც მიმდინარეობს ლგბტ პროპაგანდა და სადაც ამ თემამ უკვე შეაღწია საბავშვო ბაღებშიც კი, ბავშვებზე არ შეიძლება გაიყიდოს სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი, ამავე დროს ბავშვს უფლება აქვს თავად გააკეთოს არჩევანი, გოგო იყოს თუ ბიჭი. ეს არ არის ნორმალური.

გამობრძანდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არიან ლგბტ თემის პროპაგანდის მხარეს და თქვან, რომ მათ მოსწონთ ლგბტ პროპაგანდა. მერე დადგნენ და თავიანთ სახლებში და საახლობლოში გააკეთონ პროპაგანდირება. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პოლიტიკოსები მარცხისთვის არიან განწირულები. ეს მათაც კარგად იციან – სირცხვილია, რად უღირთ ის, რომ ბავშვებს, ამ ფაქიზ თემას ეხებიან.

ჩვენი – ჩვეულებრივი ადამიანების უფლებები არავინ უნდა დაიცვას? არიან ეგეთები და იყვნენ ბატონო. ვინ უშლით? ვინ არბევთ? ვინ მოსდევთ? რაც უნდათ, ის აკეთონ თავიანთ სოციუმში.

მათი უფლებები დაცული იქნება, ეს არც განიხილება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ არ შეიძლება პროპაგანდირება საბავშვო ბაღებში, სკოლებში და ზოგადად საზოგადოებაში. მე კარგად მესმის, რომ პროპაგანდირების თემას ბოლომდე ვერ აკრძალავ, არსებობს სოციალური ქსელი და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითად საშუალებებში, როგორიც არის ტელევიზია და ა.შ. უნდა მოხდეს აკრძალვა ამ თემის პროპაგანდირების.

ოპოზიცია ამბობს, შემოიტანეთ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი და მერე გავაკეთებთ განცხადებასო. განა არ შეუძლიათ ამ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღონ? ოპოზიცია დუმილის რეჟიმშია, რას უკარნახებენ და რას ეტყვიან მათი პარტნიორები, რის ფასად, რას შესთავაზებენ, იმას გააკეთებენ.

მე იმედი მაქვს, ბრძენი ქართველი ხალხის, რომელიც ამ უღირს ადამიანებს საკადრის პასუხს გასცემს ოქტომბრის არჩევნებზე,“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

Continue Reading

Previous: სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მხატვრული კითხვის კონკურსის ფინალური ტური გაიმართა
Next: საქართველოში ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური იმყოფება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025