Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

ვზეიმობთ წარმოუდგენელ წარმატებას, ეს არის სპორტკომპლექსის გახსნა და UFC-ის ქამარი რუსთავში – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 20/03/2024
50045

დღეს გვაქვს გამორჩეული დღე სხვადასხვა თვალსაზრისით და პირველ რიგში იმით, რომ ვზეიმობთ წარმოუდგენელ წარმატებას, ეს არის სპორტკომპლექსის გახსნა და UFC-ის ქამარი რუსთავში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობაში, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, აზიის განვითარების ბანკს,  კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონის გუბერნატორს და ქალაქ რუსთავის მერს, დეპუტატებს.

„კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ რუსთაველებს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დღეს გვაქვს გამორჩეული დღე სხვადასხვა თვალსაზრისით და პირველ რიგში იმით, რომ ვზეიმობთ წარმოუდგენელ წარმატებას, ეს არის სპორტკომპლექსის გახსნა და UFC-ის ქამარი რუსთავში. ილია თოფურია არის რუსთაველების ნიჭიერების განსაკუთრებული მაგალითი, მაგალითი იმისა, თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ქართველ კაცს თავისი ქვეყნისთვის. მადლობა ილია თოფურიას მისი პატრიოტიზმისთვის და იმ დიდი წარმატებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა,.

 4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ ეს ქამარი იქნებოდა რუსთავში და ქამარს ამ ქალაქში ჩამოიტანდა ეს არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადოთ ილიას და მივულოცოთ მას ეს წარმოუდგენელი წარმატება.

რუსთავი არის გამორჩეული ქალაქი, გამორჩეულად ღირსეული, ნიჭიერი ხალხით. ამის ერთ-ერთი საუკეთესო, თვალსაჩინო მაგალითია ილია თოფურია და ეს ქალაქი რა თქმა უნდა, ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს. დღევანდელი დღე, ამ დარბაზის გახსნაც არის იმის გამოხატულება, რომ მაქსიმალური ზრუნვა არის საჭირო ამ ქალაქზე, რუსთავზე.

სპორტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ბევრი თვალსაზრისით, სპორტი ნიშნავს ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწორად აზროვნებას და მავნე ჩვევებისგან ადამიანების დაცვას.

ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სპორტის განვითარებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღევანდელი დრე არის ამის გამოხატულება“, – განაცხადა პრემიერმა.– განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობები შემთხვევით არ ხდება, უცხოელების მიერ დაგეგმილი კამპანიაა, რომელსაც ასრულებენ უსამშობლო ქართველი პოლიტიკოსები თუ გრანტებით გასუქებული არასამთავრობოები
Next: სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მხატვრული კითხვის კონკურსის ფინალური ტური გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025