Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 14/03/2024
09890

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენ ტოფტ სორენსენს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დანიის სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზგასმით აღინიშნა თბილისში დანიის სამეფოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ხელშეწყობისთვის.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე. დადებითად შეფასდა დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, რაც ხალხთაშორისი კავშირებისა და ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

 

Post navigation

Previous: პარტნიორებთან ურთიერთობაა დასაკორექტირებელი და არა – საგარეო პოლიტიკური ისრები სადმე გადასამისამართებელი
Next: მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.