Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა

მარშალ პრესი 14/03/2024
066

მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა.

უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და მედიკოსებთან ერთად, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამოცანა ყველასთვის ერთია – უპირველესად დაცული იყოს პაციენტების ინტერესები და ამასთან ერთად – სამედიცინო დაწესებულების პერსონალის უფლებები.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე. კლინიკასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაქსიმალურად დაბალანსებულად იქნება გათვალისწინებული როგორც საზოგადოებრივი, ისე – მედპერსონალის ინტერესები.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა
Next: ზრდასრულ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებენ, 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა – კვლევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.