Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარტნიორებთან ურთიერთობაა დასაკორექტირებელი და არა – საგარეო პოლიტიკური ისრები სადმე გადასამისამართებელი

მარშალ პრესი 14/03/2024
dimitri khundadze

„დასავლელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების შეფასებები წავიკითხე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ ბრალს დებდნენ, რომ რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედა. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკოსები ანტიდასავლელები არიან?“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ აგვისტოს ომი გამოსაძიებელია.

„აგვისტოს ომის დანაშაული გამოსაძიებელია და საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ის არა შეცდომით, არამედ გამიზნულად ჩაიდინეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. დიმიტრი ხუნდაძემ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა არის სწორი მიდგომა და მოლოდინი ქვეყნის პარტნიორების მიმართ. „პარტნიორებთან ურთიერთობაა დასაკორექტირებელი და არა – საგარეო პოლიტიკური ისრები სადმე გადასამისამართებელი. როდესაც ადეიშვილი, კრიმინალი, რომელსაც სამი მილიონ შვიდასი ათასი მოქალაქე (სამწუხაროდ, მეტნი არ ვართ) იცნობს როგორც დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედს, ევროპაში მაღალი დონის შეხვედრებზე ჩნდება, ეს პარტნიორული ურთიერთობაა?

რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები ამ მხრივ გადასახედია. პარტნიორობა ნიშნავს არა ბატონ-ყმობას, არა უფროსი და უმცროსი ძმის ურთიერთობას, არამედ ურთიერთპატივისცემას. დასავლეთი ჩემთვის კანონის უზენაესობითაა მიმზიდველი, პარტნიორული ურთიერთობითა და ურთიერთპატივისცემით და არა იმით, რომ ქვეყანა ომში იყოს ჩათრეული. მესმის, რომ საერთო დიდი ომი მოსაგებია, მაგრამ არა საქართველოს ხარჯზე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: თავად დასავლელი პარტნიორები საუბრობენ სააკაშვილის ბრალეულობაზე, 2008 წელს სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სარგებელი ენახა რუსეთს
Next: პრემიერ-მინისტრი დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.