Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აგვისტოს ომი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან იყო ღალატი და ისინი სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა გასამართლდნენ

მარშალ პრესი 13/03/2024
tamar chiburdanidze

„დავიჯერო სააკაშვილმა და მისმა გუნდმა იმდენი არ იცოდნენ, რომ რუსეთთან მარტო საქართველოს ომის მოგების შანსი არ ჰქონდა? როგორ არ იცოდნენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა. თამარ ჩიბურდანიძემ ისაუბრა აგვისტოს ომის შესახებ და მას მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან სამშობლოს ღალატი უწოდა.

„ისიც იცოდნენ, რომ დასავლეთი ვერ დაეხმარებოდათ, რადგან ამის შესახებ დასავლეთიდან პირდაპირ აფრთხილებდნენ. მაშინ რა მოხდა?

რატომ არ შეჩერდა სააკაშვილი? რატომ ჩაიდო ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომ საქართველოს მხარემ ცხინვალი გაუფრთხილებლად დაბომბა? ე.ი. პირველად საქართველოს მხარემ დაიწყო პროვოკაცია, რამაც ომი დაიწყოო. ამ რეზოლუციას ხელი სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ მოაწერა. რა იყო ამ ომის მიზანი? არ იყო სააკაშვილი ისეთი უტვინო, რომ შედეგი ვერ გაეთვალა, ამ ომს რომ ვერ მოიგებდა. ე.ი. ეს იყო ღალატი. ამიტომ, სწორედ სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“, მისი მესვეურები და ყველა, ვინც ამ ომში იყო ჩართული და ისტორიას დარჩეს ეს ფაქტი, როგორც უდიდესი ღალატი სამშობლოს წინაშე“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიმინალებთან კომპრომისზე არასდროს მიდის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და კანონის უზენაესობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია
Next: მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.