Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ მიმდინარეობს

მარშალ პრესი 13/03/2024
430744972_3254728811489596_1897227982239032755_n

მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ სახმელეთო და საზღვაო სწავლების კომპონენტებით მიმდინარეობს. ქართველმა და უცხოელმა სამხედრო მოსამსახურეებმა დღეს საზღვაო სწავლება ჩაატარეს. მოკავშირე ძალებმა შავ ზღვაში კონტრაბანდული ტვირთის გადამზიდი გემის შეჩერების, რეიდის, ჩხრეკის, მძევლის გათავისუფლების, ეკიპაჟის დაკავებისა და ტვირთის ამოღების ოპერაციები განახორციელეს.

სწავლება – „ტროას ნაკვალევი 24“ აშშ-ის ევროპაში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის (US-SOCEUR) ორგანიზებით, პარალელურად სამ ქვეყანაში – რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ტარდება. საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლების ფარგლებში, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად, სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებში მომზადებას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გადიან.

Post navigation

Previous: აგვისტოს ომი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან იყო ღალატი და ისინი სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა გასამართლდნენ
Next: თავდაცვის მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.