Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიმინალებთან კომპრომისზე არასდროს მიდის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და კანონის უზენაესობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია

მარშალ პრესი 13/03/2024
anri okhanashvili

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიმინალებთან კომპრომისზე არასდროს მიდის. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და კანონის უზენაესობა. ჩვენც ამ პრინციპების დაცვით ვმოქმედებთ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილს ზურაბ ადეიშვილის გერმანიასა და ბრიუსელში ვიზიტებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„შესაბამის ქვეყნებთან შესაბამისი სამართლებრივი კომუნიკაცია გვქონდა, როგორც კი ჩვენთვის და შესაბამისი უწყებებისთვის ამ პირთა შესახებ გახდა ცნობილი, რომ კონკრეტულ ქვეყანაში იმყოფებოდნენ. ამიტომ, ჩვენი მიზანია, პარტნიორებს მოვუწოდოთ, ვთხოვოთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა ერთად უზრუნველვყოთ კრიმინალების წინააღმდეგ, იმ კრიმინალების, როგორიცაა ადეიშვილი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: უგულავა წარმოადგენს იმ რეჟიმის ერთ-ერთ თანამშენებელს, რომელმაც ხალხს უბედურება მოუტანა, მისი ფრაზები გასაკვირი არ არის, ის თავად არის კრიმინალი
Next: აგვისტოს ომი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან იყო ღალატი და ისინი სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა გასამართლდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.