Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია დაიღუპა

მარშალ პრესი 15/05/2022
შურღა

უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა.ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შურღაიამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა, მაგრამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ ჩაუტარებია და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება გააგრძელა, რის გამოც მდგომარეობის გართულების შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„რატი დაჭრილი იყო, ცოტა იმკურნალა კიევში, მაგრამ არ გაჩერდა, ბოლომდე არ უმკურნალია, ისევ დაბრუნდა და აი რა მოხდა. კანტუზიაც ჰქონდა და ძალიან ცუდად იყო, ყოველ დღე ვურეკავდი, გადასხმებს ვიკეთებო, ახლა უკან უნდა დავბრუნდეო, წავიდა უკან და ეს მოხდა“, – აცხადებს შურღაიას ოჯახის ახლობელი.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთთან ომში 11 ქართველი დაიღუპა. დაღუპული ქართველი მებრძოლები არიან: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე და ტატო ბიგვავა.

Post navigation

Previous: ვლადიმერ პუტინი ნატოს წევრობაზე ფინეთის დაგეგმილ განაცხადს შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ ამან „შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე“
Next: თურქეთმა უკრაინას „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების ზღვით ევაკუაცია შესთავაზა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.