Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

თურქეთმა უკრაინას „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების ზღვით ევაკუაცია შესთავაზა

მარშალ პრესი 15/05/2022
თურქეთი

თურქეთმა უკრაინას „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების ზღვით ევაკუაცია შესთავაზა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

იბრაჰიმ კალინის ინფორმაციით, მან შეთავაზება ორი კვირის წინ პირადად განიხილა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში და აღნიშნა, რომ შეთავაზება მაგიდაზე რჩება, თუმცა ოფიციალურ მოსკოვს ამაზე თანხმობა არ განუცხადებია.

გეგმის თანახმად, ადამიანთა ევაკუაცია „აზოვსტალიდან“ ხმელეთით ბერდიანსკის საპორტო ქალაქამდე უნდა განხორციელებულიყო, იქიდან კი თურქულ გემებს ისინი შავი ზღვის გავლით სტამბოლში უნდა გადაეყვანათ.

„ამის განხორციელება ამგვარად თუ შეიძლება, ჩვენ მოხარულები ვართ, ეს გავაკეთოთ. ჩვენ მზად ვართ. ფაქტობრივად, ჩვენი გემი მზადაა გავიდეს და დაშავებული ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები თურქეთში ჩამოიყვანოს“,- განაცხადა პრესსპიკერმა.

Post navigation

Previous: უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია დაიღუპა
Next: „ფეისბუქის“ ხელმძღვანელობა აფრთხილებს ადამიანებს, რომ ტელეკომპანიების მთავარი, ფორმულა და ტვ პირველის გვერდები არღვევს საზოგადოების სტანდარტებს. მარტივად რომ ვთქვათ, ავრცელებენ ტყუილს, დეზინფორმაციას და ზიზღის ენას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.