Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ვლადიმერ პუტინი ნატოს წევრობაზე ფინეთის დაგეგმილ განაცხადს შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ ამან „შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე“

მარშალ პრესი 15/05/2022
პუტინი ვ;ლადიმერ

კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფინური მხარის ინიციატივით, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან.

„ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე უარის თქმა შეცდომაა, რადგან ფინეთის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ამგვარმა ცვლილებამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აგებული იყო კეთილმეზობლობისა და პარტნიორული თანამშრომლობის სულისკვეთებით და ორმხრივ მომგებიანი იყო“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

ფინეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას შეატყობინა, რომ მისი ქვეყანა უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ნატოში გასაწევრიანებლად განაცხადს შეიტანს.

Post navigation

Previous: ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა
Next: უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია დაიღუპა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.