Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უგულავა წარმოადგენს იმ რეჟიმის ერთ-ერთ თანამშენებელს, რომელმაც ხალხს უბედურება მოუტანა, მისი ფრაზები გასაკვირი არ არის, ის თავად არის კრიმინალი

მარშალ პრესი 13/03/2024
david matikashvili

გიგი უგულავა წარმოადგენს იმ რეჟიმის ერთ-ერთ თანამშენებელს, რომელმაც საქართველოში ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ხალხს 2012 წლამდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც უგულავამ აღნიშნა: „სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პრობლემა და ვიდრე ეს პრობლემა იქნება, ყველა ოპოზიციურ პარტიას სულ ამას წამოვაძახებ. აგერ, პროგრამებით ემზადებიან არჩევნებისთვის. ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი“.

დავით მათიკაშვილის თქმით, გიგი უგულავას ფრაზები გასაკვირი არ არის, ის თავად არის კრიმინალი და მძარცველი.

„გიგი უგულავა წარმოადგენს იმ რეჟიმის ერთ-ერთ თანამშენებელს, რომელმაც საქართველოში ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს 2012 წლამდე. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ადეიშვილთან, მერაბიშვილთან და სხვა პირებთან ერთად. გიგი უგულავას ნათქვამი ფრაზები გასაკვირი არ არის. ის თავად გახლავთ კრიმინალი და მძარცველი. თუ შეიწყალეს, ეს არ ნიშნავს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ სააკაშვილი მობრუნდება – გუბაზ სანიკიძე
Next: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიმინალებთან კომპრომისზე არასდროს მიდის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და კანონის უზენაესობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.