Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში – ელენე ხოშტარია

მარშალ პრესი 13/03/2024
elene khoshtaria

ელენე ხოშტარია განმარტავს, თუ რატომ არ აქტიურობს პოლიტიკურ პროცესებში. როგორც ის წერს, იანვრის თვიდან მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

“მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ თუმცა ახლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება იყოს აღქმული.

იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. რეალურად, ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართული ვარ ზურასთან და ჩვენ ძვირფას გუნდთან ერთად, ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ და ერთად ვგეგმავთ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქ არ ვარ.

წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები. იმაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, როგორ განვიცდი, რომ ჯანმრთელობამ ასეთ მნიშვნელოვან დროს მიმტყუნა. თუმცა, იმას კი ხაზგასმით ვიტყვი, რომ ცვლილებებისთვის ბრძოლის შემართება არა თუ არ შემცვლია, გაძლიერებულიც მაქვს იძულებითი შვებულების ფონზე.

ზოგს კი მოკლედ ვეტყვი, ნახევრად ხუმრობით: ‘ვერ მოგართვით’. – წერს ხოშტარია.

Post navigation

Previous: შიშმა, „არა და არასდროს” მთქმელ ქალბატონს, რომელმაც თავის ბოლო ინტერვიუში სწორედ „ხალხის ძალა” დაასახელა თავის მთავარ ფობიად, შეიძლება ფატალური შეცდომა დააშვებინოს
Next: ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები აშშ-ში მიმდინარე „საჰაერო ძალების თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.