Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შიშმა, „არა და არასდროს” მთქმელ ქალბატონს, რომელმაც თავის ბოლო ინტერვიუში სწორედ „ხალხის ძალა” დაასახელა თავის მთავარ ფობიად, შეიძლება ფატალური შეცდომა დააშვებინოს

მარშალ პრესი 13/03/2024
david kartvelishvili

„დიახ, მომავალი მოწვევის პარლამენტმა მცირე “ნიურნბერგის” პროცესი უნდა ჩაუტაროს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” განსაკუთრებით, 2008 წლის აგვისტოში სამშობლოს წინაშე ჩადენილი, აქამდე გაუგონარი ღალატის გამო,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ვრცელი პოსტით დავით ქართველიშვილი „ხალხის ძალის“ მიერ დრეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ხაზგასმით იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ ცდილობს ნაციონალური მოძრაობა 2008 წლის ომში მისი დანაშაულებრივი კვალის გაქრობას.

ქართველიშვილის თქმით, “ხალხის ძალის” დაანონსებულმა ინიციატივამ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას და ომის დაწყების მიზეზების გამოძიებას ეხება, შეიძლება ითამაშოს ტრიგერის როლი

„დღითი დღე ვრწმუნდები, რომ „ხალხის ძალის” გამოჩენას ქართულ პოლიტიკურ ველზე, ოპოზიციისათვის აქამდე უწყინარ და კომფორტულ სივრცეში, იქ შემოფრენილი კრაზანას ეფექტი მიეცა, დამახასიათებელი ზუილისა და არანაკლებად საშიში კბენის საშიშროების თანხლებით. სწორედ ამის შიშმა „არა და არასდროს” მთქმელ ქალბატონს, რომელმაც თავის ბოლო ინტერვიუში სწორედ „ხალხის ძალა” დაასახელა თავის მთავარ ფობიად , შეიძლება სათავისოდ, თორემ არა საქართველოსთვის, დასაშვები ფატალური შეცდომა დააშვებინოს.

ამ შეცდომის დაჩქარებაში სწორედ “ხალხის ძალის” დაანონსებულმა ინიციატივამ შეიძლება ითამაშოს ტრიგერის როლი: დიახ, მომავალი მოწვევის პარლამენტმა მცირე “ნიურნბერგის” პროცესი უნდა ჩაუტაროს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” განსაკუთრებით, 2008 წლის აგვისტოში სამშობლოს წინაშე ჩადენილი, აქამდე გაუგონარი ღალატის გამო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, აქამდე სალომე ზურაბიშვილიც “სინათლის პარტიის” პოზიციების ავანგარდში იყო, დღეს „უკუნითი სიბნელის” მხარეზე მისმა გადანაცვლებამ მის „არა და არასდროს”-ში შესაძლოა პროგნოზირებადი კორექტივები შეიტანოს. ამ შემთხვევაში „ხალხის ძალის” საპარლამენტო ჯგუფი, აღარ დაელოდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, და არსებული პოზიციებიდან გამომდინარე ნაცსექტის პოლიტიკური გასამართლების საკუთხს დაუყოვნებლივ, უკვე დღეს, არჩევნებამდე დააყენებს.

„ხალხის ძალის” მიერ სააკაშვილის რეჟიმის გამამტყუნებელ მოწმეთა ძირითად რიცხვს, რომელიც ჩვენს დღევანდელ განცხადებაშია მოყვანილი, დაემატება იმდროინდელი ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირებიც: კარლ დე გიუხტი, ბენიტა ფერერრო-ვალდნერი და მეთიუ ბრაიზა. ასე რომ, “ხალხის ძალა” არც აქამდე დაანონსებული და არც დღეს გაჟღერებული დანაპირების მიღმა არ რჩება. საუბარი მხოლოდ ამ გარდაუვალი პოლიტიკური პროცესის საწყის ეტაპს ეხება. ამ ეტაპის გახსნის სასტარტო „პისტოლეტი” კი, ნაცების მესამე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელშია…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: მოსახლეობის თვალის ასახვევად თითქოს ერთმანეთს ვერ ეწყობიან, სინამდვილეში, ნაცების სხვადასხვა განშტოებას წარმოადგენენ და იმართებიან ქვეყნის გარედან
Next: იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში – ელენე ხოშტარია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.