Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები აშშ-ში მიმდინარე „საჰაერო ძალების თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობენ

მარშალ პრესი 13/03/2024
431136583_1781749618961474_3795866867506078030_n

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში მიმდინარე „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials) წარმატებით ასპარეზობენ. ამ ეტაპზე ქართველ სამხედრო პარასპორტსმენებს სპორტის როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ სახეობებში უკვე აღებული აქვთ 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. მათ შორის, ველოსიპედით რბოლაში – ოქროსა და ბრინჯაოს მედლები, პისტოლეტიდან სროლაში ოქროს და ვერცხლის მედლები, ხოლო შაშხანიდან სროლაში – ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. თამაშების გუნდური სახეობებიდან კი, თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდმა მეორე ადგილი მოიპოვა და ვერცხლის მედალი აიღო. ქართველმა სამხედროებმა ვერცხლის მედალი აიღეს ასევე, 800მ დისტანციაზე გუნდურ მშვილდში. 

„საჰაერო ძალების თამაშები“ აშშ-ში, ნევადას შტატში, ქალაქ ლას-ვეგასში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს. სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდს მომავალი დღეების განმავლობაში პარაკალათბურთში, მძლეოსნობასა და ⁠ნიჩბოსნობაში მოუწევთ ასპარეზობა. 

„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედრო პარასპორტსმენების გუნდი მეორედ მონაწილეობს. სპორტული თამაშების მიზანია, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პრობლემების დაძლევის გამოცდილების გაზიარება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას. 

Post navigation

Previous: იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში – ელენე ხოშტარია
Next: გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.