Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნდა განვიხილოთ, როგორ დავუჭიროთ მხარი პოლიტიკურად და სხვა გზებით საქართველოსა და მოლდოვას, რომლებიც ასევე ზეწოლის ქვეშ არიან ომის შედეგების გამო

მარშალ პრესი 15/05/2022
ბოგდან აურესკუ

უნდა განვიხილოთ, როგორ დავუჭიროთ მხარი პოლიტიკურად და სხვა გზებით ჩვენს სხვა პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, რომლებიც ასევე არიან ზეწოლის ქვეშ ომის შედეგების გამო, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინაში, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებით ნატო გაძლიერდება, რუსეთის შეკავება უფრო ეფექტიანი იქნება და თავდაცვის კონსოლიდაცია მოხდება.

„ეს ყველა კომპონენტი უზრუნველყოფს ნატოს სიძლიერის განმტკიცებას.

რაც შეეხება თურქეთის პოზიციას, ვფიქრობთ ეს საკითხი დიალოგით გადაწყდება. უნდა ვიმსჯელოთ უკრაინის დახმარებაზე და ომის გავლენაზე ევროატლანტიკურ სივრცეზე. ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის პარამეტრები შეცვლილია რუსეთის მიერ დაწყებული ომით. ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა გავაძლიეროთ ევროატლანტიკური უსაფრთხოება და დავიცვათ კანონზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი.

რუმინეთის უპირველესი ამოცანაა გაძლიერდეს ნატოს აღმოსავლეთის ფლანგი და უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა შავი ზღვის რეგიონში, რომლის ნაწილიც რუმინეთია. განვიხილავთ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხებს და კონკრეტულ ზომებს.

რუმინეთი ჩართულია, მრავალგანზომილებიანი ქმედებებით დაეხმაროს უკრაინას თავი დაიცვას. რუმინეთმა თითქმის ერთი მილიონი ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან. ასევე, მხარს ვუჭერთ უკრაინის ეკონომიკას, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ უკრაინის პროდუქციის, მათ შორის მარცვლეულის გატანას შავ ზღვაზე და მდინარე დუნაიზე ჩვენი პორტების საშუალებით. ასევე, უნდა განვიხილოთ, როგორ დავუჭიროთ მხარი პოლიტიკურად და სხვა გზებით ჩვენს სხვა პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, რომლებიც ასევე არიან ზეწოლის ქვეშ ომის შედეგების გამო, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინაში. რუმინეთის ინტერესებშია, რომ მადრიდის სამიტზე მიღებული სტრატეგიული კონცეფცია იყოს ამბიციური. ორგანიზაციის სტრატეგიული კონცეფცია უნდა იყოს მორგებული დღევანდელ საჭიროებებზე. ჩვენ გვჭირდება ნატოს კონსოლიდაცია. გვჭირდება უფრო ძლიერი, ერთიანი ნატო, რომელიც დღევანდელ გამოწვევებს ეფექტიანად გაუმკლავდება“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერასა და მადრიდის სამიტზე მისაღებ კონცეფციაზე უნდა იმსჯელონ. მინისტერიალის პირველ დღეს დიპლომატები შეხვდნენ კოლეგებს ფინეთიდან და შვედეთიდან. ფინეთი აპლიკაციის წარდგენას მომავალ წევრობაზე ხვალ აპირებს.

Post navigation

Previous: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ მომზადებული გვაქვს ყველაფერი ფინეთის გასაწევრიანებლად სწრაფი რატიფიკაციისთვის – ეს პოზიცია კოლეგებთან შეხვედრაზე არაერთმა ნატოს წევრმა სახელმწიფომ დააფიქსირა
Next: დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეჭვგარეშეა, რომ ნატოს პარტნიორი ქვეყნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის – საქართველო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.