გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ მომზადებული გვაქვს ყველაფერი ფინეთის გასაწევრიანებლად სწრაფი რატიფიკაციისთვის – ეს პოზიცია კოლეგებთან შეხვედრაზე არაერთმა ნატოს წევრმა სახელმწიფომ დააფიქსირა

IMG.GE

ჩვენ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებზეც არც გვიფიქრია 2022 წლის 24 თებერვლამდე. ნატო იყო და იქნება თავდაცვით ორგანიზაციად, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ბერლინში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მნიშვნელოვანია.

„ფინეთში და შვედეთში ომამდე მოსახლეობას არ სურდა ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ახლა ისინი ამბობენ, რომ ალიანის წევრობა სურთ, რადგან მათაც ჩვენსავით სტაბილურობა და მშვიდობა ჰქონდეთ. ჩვენი კარი ღიაა და თუ მათი პარლამენტები გადაწყვეტენ, მაშინ მათი ნაბიჯი ნატოს უფრო გააძლიერებს და ეს ეხება არამარტო თავდაცვას, არამედ ღირებულებებისა და პრინციპების სიმტკიცეს.

გერმანიას მომზადებული აქვს ყველაფერი ფინეთის გასაწევრიანებლად სწრაფი რატიფიკაციისთვის. ეს პოზიცია კოლეგებთან შეხვედრაზე არაერთმა ნატოს წევრმა სახელმწიფომ დააფიქსირა. მნიშვნელოვანია რომ პროცესები სწრაფად წავიდეს, რადგან დროის შუალედში არ შეიქმნას ნაცრისფერი ზონა. თუ ეს 2 ქვეყანა ნატოს წევრობას გადაწყვეტს, მათი გაწევრიანება ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერასა და მადრიდის სამიტზე მისაღებ კონცეფციაზე უნდა იმსჯელონ. მინისტერიალის პირველ დღეს დიპლომატები შეხვდნენ კოლეგებს ფინეთიდან და შვედეთიდან. ფინეთი აპლიკაციის წარდგენას მომავალ წევრობაზე ხვალ აპირებს.

IMG.GE
გაზიარება