Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეჭვგარეშეა, რომ ნატოს პარტნიორი ქვეყნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის – საქართველო

მარშალ პრესი 15/05/2022
ჯეპე კოფოდი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეპე კოფოდმა, ბერლინში, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი უნდა გაიმართოს, აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნეოვანი პარტნიორია.

„ეჭვგარეშეა, რომ ნატოს პარტნიორი ქვეყნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის – საქართველო. ჩვენ გვაქვს ძლიერი და მჭიდრო პარტნიორობა საქართველოსთან. დანიაში ვფიქრობთ, რომ თითოეულ ევროპულ ქვეყანას აქვს ფუნდამენტური უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და არცერთ ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება, იქნება ეს რუსეთი, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში დემოკრატიის მტრები და პირველია პუტინი, მოქმედებენ. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას. ჩვენ დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნებს, სადაც რუსეთის მხრიდან ინსტრუმენტალიზებულია ავტორიტარიზმი და აგრესია“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერასა და მადრიდის სამიტზე მისაღებ კონცეფციაზე უნდა იმსჯელონ. მინისტერიალის პირველ დღეს დიპლომატები შეხვდნენ კოლეგებს ფინეთიდან და შვედეთიდან. ფინეთი ალიანსის წევრობაზე აპლიკაციის წარდგენას ხვალ აპირებს.

Continue Reading

Previous: რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნდა განვიხილოთ, როგორ დავუჭიროთ მხარი პოლიტიკურად და სხვა გზებით საქართველოსა და მოლდოვას, რომლებიც ასევე ზეწოლის ქვეშ არიან ომის შედეგების გამო
Next: სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ყირიმ-კონგოს შესახებ საინფორმაციო კამპანიას ატარებენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025