Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურები, იყო ის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა კონსულტაციებს პარლამენტთან

მარშალ პრესი 11/03/2024
irakli kobakhidze

კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენს პრეზიდენტი და ამტკიცებს პარლამენტი. როდესაც ორი ორგანო ერთობლივად იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას, აუცილებელია კონსულტაციები. მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა კანდიდატურები, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა კონსულტაციებს პარლამენტთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი მოქმედებს საკუთარი უფლებამოსილების შესაბამისად, დანარჩენი კი დამოკიდებულია პრეზიდენტის პოზიციებზე.

„კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენს პრეზიდენტი, ამტკიცებს პარლამენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ერთ, ასევე მეორე ორგანოს აქვს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილება. საკითხები უნდა გადაწყდეს კონსულტაციების რეჟიმში. როდესაც ორი ორგანო ერთობლივად იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას, აუცილებელია კონსულტაციები. მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა კანდიდატურები, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა კონსულტაციებს პარლამენტთან. არ ვიცი, რა იქნება მისი პოზიცია ამ შემთხვევაში – კონსულტაციები არის საჭირო იმისათვის, რომ ორი ორგანო შეთანხმდეს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, როგორი იქნება კანდიდატები. პარლამენტი მოქმედებს საკუთარი უფლებამოსილების შესაბამისად, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად, დანარჩენი დამოკიდებულია მათ შორის პრეზიდენტის პოზიციებზე. დაგეგმილია სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი და თუ სურვილი იქნება, რა თქმა უნდა, შეხვედრა შედგება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროგრამის აღდგენა, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად
Next: ირაკლი კობახიძე: კანცელარიის ღობის კონსტრუქცია ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში. შესაბამისად, 200 ათასი ლარის გაფლანგვა აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციაა, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.