Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად

მარშალ პრესი 11/03/2024
irakli kobakhidze2

მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე არის ბევრი გამოწვევა. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს მიღებული მჭიდრო თანამშრომლობისა და დარგის წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე. ეს არის სამედიცინო საზოგადოება, ესენი არიან დევნილები, ადამიანები, რომლებთანაც დაკავშირებულია სოციალური დახმარების სისტემა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს თანამშრომლობა, კომუნიკაცია და იყოს ეფექტიანი მენეჯმენტი. ბატონ მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს რწმენას, რომ ბატონი მიხეილი იქნება საუკეთესო მინისტრი და ღირსეულად დაიკავებს ამ თანამდებობას“, – აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ხელოვნურად ქმნიან ისეთ მოცემულობას, რაც აზიანებს ინსტიტუციას და რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო პროცესზე
Next: ირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურები, იყო ის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა კონსულტაციებს პარლამენტთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.