Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კანცელარიის ღობის კონსტრუქცია ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში. შესაბამისად, 200 ათასი ლარის გაფლანგვა აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციაა, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 11/03/2024
irakli kobaxidze

რაც შეეხება კონსტრუქციას, ეს არ დაიკარგება და ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში. შესაბამისად, 200 ათასი ლარის გაფლანგვა აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციაა, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტს კანცელარიის ღობის აღებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება [კანცელარიის] ღობის საკითხს, იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები. ღობესაც და ღობის არ არსებობასაც აქვს თავისი პლუს-მინუსები. მქონდა კონსულტაციები, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი. ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ. ასევე იყო სპეკულაციები ხარჯებთან დაკავშირებით, თითქოს 200 ათასი ლარი გადაყარა სახელმწიფომ ამ ღობის ჯერ მონტაჟით და მერე დემონტაჟით, რაც არის აბსოლუტურად არასწორი. ერთადერთი, დამატებითი ხარჯი, რაც გვქონდა, ეს იყო ღობის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯი. რაც შეეხება კონსტრუქციას, ეს არ დაიკარგება და ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში. შესაბამისად, 200 ათასი ლარის გაფლანგვა აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციაა, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურები, იყო ის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა კონსულტაციებს პარლამენტთან
Next: მიხეილ სარჯველაძე: დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.