Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხელოვნურად ქმნიან ისეთ მოცემულობას, რაც აზიანებს ინსტიტუციას და რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო პროცესზე

მარშალ პრესი 11/03/2024
giorgi kalandarishvili

ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ხელი შეუწყონ დიდი გამოწვევების სწორად და ეფექტიანად წარმართვაში, ხელოვნურად ქმნიან ისეთ მოცემულობას, რაც აზიანებს ინსტიტუციას და რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო პროცესზე, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „იმედის კვირას“ მასზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ამჯერად მისი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა, ცრუ და დამახინჯებული ფაქტებით, კალანდარიშვილის დისკრედიტაციის მიზნით იყო გამოყენებული.

„ყველა გასული არჩევნების წინ ადგილი ჰქონდა მადისკრედიტირებელ საინფორმაციო კამპანიებს უსაფუძვლო ბრალდებებით. ამ შემთხვევაში კი ჩემი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა, ცრუ და დამახინჯებული ფაქტებით, გახდა დისკრედიტაციის, გარკვეული ეჭვების შექმნისა და გაჩენის მიზნით გამოყენებული, მაშინ როდესაც ამ თემაზე საუბარს არანაირი შემხებლობა არ აქვს არც არჩევნების ჩატარების ხარისხთან და მით უმეტეს, არც ჩემს პროფესიონალიზმთან, კომპეტენციასთან. სახეზეა, ჩემი იმიჯის შელახვის მცდელობა. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა დაინტერესებული მხარე მხოლოდ საკუთარი ვიწრო-პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს და ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ხელი შეუწყონ დიდი გამოწვევების სწორად და ეფექტიანად წარმართვაში, ხელოვნურად ქმნიან ისეთ მოცემულობას, რაც აზიანებს ინსტიტუციას და რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო პროცესზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე „რედ ვინგსზე“: რაც შეეხება ფრენებს, ეს არის ტექნიკური საკითხი, რაზეც უფრო დეტალურ განმარტებას გააკეთებს ეკონომიკის მინისტრი
Next: ირაკლი კობახიძე: მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.