Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „რედ ვინგსზე“: რაც შეეხება ფრენებს, ეს არის ტექნიკური საკითხი, რაზეც უფრო დეტალურ განმარტებას გააკეთებს ეკონომიკის მინისტრი

მარშალ პრესი 11/03/2024
irakli kobakhidze

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა კითხვას რუსული ავიაკომპანია „რედ ვინგსის“ შესახებ, რომელიც საქართველოს მიმართულებით ფრენების დამატებას ითხოვს. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა იმით, თუ რატომ მიმართა ავიაკომპანიამ შესაბამისი წერილით როგორც საავიაციო სააგენტოს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.

„რაც შეეხება ფრენების საკითხს, ეს არის ტექნიკური საკითხი, რაზეც უფრო დეტალურ განმარტებას გააკეთებს ეკონომიკის მინისტრი. თუმცა, არსებითად ეს ტექნიკური, ჩვეულებრივი რუტინული საკითხია, რომელიც იყო გადასაწყვეტი. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას უნდა მიეღო“, – განმარტა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: სწორედ ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე
Next: ხელოვნურად ქმნიან ისეთ მოცემულობას, რაც აზიანებს ინსტიტუციას და რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო პროცესზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.