Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სწორედ ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე

მარშალ პრესი 11/03/2024
irakli kobaxidze 1

სწორედ ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის განცხადებას ბრიუსელსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

„მე ვფიქრობ, რომ სწორედ ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვხატეთ ის პოზიცია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოგვეხატა“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს მთავრობამ გამოხატა შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების გამო, რომლებშიც, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, ქართული მართლმსაჯულების მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირი, ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ადეიშვილზე: ჩვენთვის მიუღებელია, რომ დამნაშავეები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით ევროპის მასშტაბით და დამნაშავეებს, რომლებიც არიან მხილებული უმძიმეს დანაშაულებში ხვდებიან ბრიუსელსა და ბერლინში
Next: ირაკლი კობახიძე „რედ ვინგსზე“: რაც შეეხება ფრენებს, ეს არის ტექნიკური საკითხი, რაზეც უფრო დეტალურ განმარტებას გააკეთებს ეკონომიკის მინისტრი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.