Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ადამიანი გაქცეულია და ვიღაცას სადღაც ევროპაში შეხვდება, ეს არც დიდი ამბავი და არც ქართველი ხალხის შეურაცხყოფა მგონია – ჰერმან საბო ზურაბ ადეიშვილზე

მარშალ პრესი 09/03/2024
herman szabo

ადეიშვილი ვიღაცას სადღაც ევროპაში თუ შეხვდება, ეს არც დიდი ამბავი და არც ქართველი ხალხის შეურაცხყოფა მგონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

ჰერმან საბოს თქმით, ბუნდესტაგში ვერ დაიწყებდნენ იმის გარჩევას, უკრაინის დელეგაციაში ვინ რა სტატუსით იყო.

„მსგავსი ბრალდებების მქონე ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი ევროპაში ვიღაცებს ხვდებოდა ხოლმე, მაგრამ ამაზე განსაკუთრებული პანიკა არ ყოფილა. ეს ადამიანი გაქცეულია და ვიღაცას სადღაც ევროპაში შეხვდება, ეს არც დიდი ამბავი და არც ქართველი ხალხის შეურაცხყოფა მგონია.

ერთ-ერთი პოლიტდევნილის ჩვეულებრივი შეხვედრებია ევროპაში, ყოველ შემთხვევაში, ის თავს ასე აღიქვამს. რა თქმა უნდა, ცინიზმია, როცა ადეიშვილი ბუნდესტაგში სასამართლო რეფორმაზე საუბრობს. ასევე ცინიზმია, რომ ადეიშვილის სასამართლო გადაბარებული „ქოცები“ ადეიშვილს აკრიტიკებენ, როცა ევროპაში სასამართლოს რეფორმაზე საუბრობს. მგონი, ბუნდესტაგში ნამდვილად ვერ დაიწყებდნენ იმის გარჩევას, უკრაინის დელეგაციაში ვინ რა სტატუსით იყო და როგორ ჩავიდა. რაღაც უხერხულობა შეიძლება იქაც იყო, მაგრამ პროტოკოლი ითვალისწინებს ასეთი უხერხულობების გადახარშვას. როგორც გავიგეთ, მის მიმართ საერთაშორისო ძებნა აღარ არის, შესაბამისად, უცხო ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე ბუნდესტაგში წავიდა, რომელიც ქართულ ხელისუფლებას არ მოსწონს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

Post navigation

Previous: ასეთი ყ…ობა აღარავინ გაბედოთ – ნატა ფერაძეს ქრთამად ტკბილეული მიუტანეს
Next: ჩვენთვის დეზინფორმაცია ვერ იქნება ის, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ვიხილეთ შეხვედრაზე, არის შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც საქართველოში მიმართული იყო ადამიანის უფლებების ტოტალიტარულად დარღვევისკენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.