ნატა ფერაძის ცნობით, ქრთამის სახით მას ტკბილეული მიუტანეს, რათა ერთ-ერთი მშენებლობა არ გააპროტესტოს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ტკბილეული უკან არ წაიღეს, ამიტომ მას ქუჩაში დაარიგებს.
“ჰუალინგის ტერიტორიაზე მშენებლობაზე რომ არ ვიჩხუბო, იმის ქრთამი მომიტანეს, არაფრით წაიღო უკან. დღეს რომ გავალ, (ან ხვალ), დავარიგებ ქუჩაში და ასეთი ყ…ობა აღარავინ გაბედოთ, ასმაგად შეგიშლით ხელს”- წერს ნატა ფერაძე.

